fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია სამი დამნაშავის ფოტოებს ავრცელებს: გაძარცვულია 23 სახლი

დამნაშავეთაგან ორი ბერძენია, ხოლო ერთი საბერძნეთში დაბადებული ბოშა. მათ ანგარიშზეა გლიფადის გარეუბანში 23 სახლის ძარცვა. ბოლოს, 9 აპრილს, გლიფადის ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გაქურდეს.

კერძოდ, ისინი არიან:

1) მუსტაფა მიხაილ, დაბადებული 1996 წელს ათენში.

2) ვასილიუ ლუკა, დაბადებული 1995 წელს პატრასში

3) კარაგუნი სოტირი, დაბადებული 1999 წელს, ნავპლიოში.

პოლიციამ ამოიღო იარაღები, რომელთა დახმარებით ისინი სახლების ფანჯრებს  და კარს ტეხდნენ.

ერთ-ერთი მათგანი ძარცვის გარდა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაც გასამართლდება, ვინიდან მან დაკავებისას გაქცევა სცადა და ოფიცერი მსუბუქად დაშავდა.

onalem

ტესტ