fbpx
კრიმინალი

ემიგრანტების საბერძნეთში უკანონოდ შემოყვანისთვის პოლიციამ 6 პირი დააკავა – მათ სულ 16 უცხოელი გადმოჰყავდათ

დაკავებების სერია თესალონიკში განხორციელდა. გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე, რომელთაც საბერძნეთში 16 ემიგრანტი დამალვით გადმოჰყავდათ, შუა გზაში კი პოლიციისგან ფეხით გაქცევა სცადეს.

ერთ მანქანაში 12 არალეგალი იჯდა, ხოლო მეორეში 4. ერთ-ერთს კი მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის მამაკაცი მართავდა და სწორედ მასზე მიიტანეს ეჭვი ოფიცრებმა. როცა მას მანქანის გაჩერება მოსთხოვეს, გადმოვიდა და გაქცევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს, ასევე აიყვანეს მისი სამი თანამზრახველი.

ამ დროისთვის განყოფილებაში არიან გადაყვანილი როგორც არალეგალების გადმომყვანი პირები, ასევე თავად უსაბუთო იმიგრანტები.

 

onalem

ტესტ