fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ტრაგედია: მამამ საკუთარი შვილი მოკლა, რადგან ის ქურდი ეგონა

85 წლის მამაკაცმა საკუთარი 58 წლის შვილი თოფით მოკლა. როგორც ჩანს, 58 წლის მამაკაცი კარზე აკაკუნებდა, მამას კი ხმა არ ესმოდა, ამიტომ გადაწყვიტა სახლში ფანჯრიდან შესულიყო. ამის გამო, მამას ის ქურდი ეგონა და ესროლა.

ინციდენტი კრეტაზე მოხდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ღამით, 02:30 საათზე მივიდა და სახლში შეიჭრა, რომელშიც 85 წლის მამაკაცი ჩაკეტილი იყო და არ გამოდიოდა.

ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის პალატას პოლიციელები მეთვალყურეობენ.

58 წლის მამაკაცი ორი შვილის მამა იყო. ის მამის სანახავად, პატარა სოფელ აგიო თეოდოროში, მეუღლესთან ერთად ჩავიდა. კარი ჩაკეტილი იყო,  აკაკუნებდა, მაგრამ მამას ვერაფერი გააგებინა. ამის გამო, ძალიან შეშფოთდა და სახლში ფანჯრიდან შესვლა გადაწყვიტა.

როცა 85 წლის მამაკაცმა გააცნობიერა, რომ საკუთარ შვილს ესროლა, შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და რამდენიმე საათის მანძილზე სახლში  არავის უშვებდა.

საბოლოოდ, პოლიციის ჩარევის შედეგად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ