fbpx
საზოგადოება

“შავი პარასკევი” 23 ნოემბერს – რას შევიძენთ ყველაზე იაფად?!

საბერძნეთში 23 ნოემბერს “შავი პარასკევია”. ამ დღეს, მაღაზიებში დიდი ფასდაკლებებია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩვეულებრივზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინოს სასურველი ნივთები, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები.

ტელევიზორი ყოველთვის მოთხოვნადი პროდუქტია, თუმცა, განსაკუთრებით “შავ პარასკევს”, რადგან ამ დღეს გაყიდვების კუთხით, მასზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა საჭიროება და… განსხვავებული რაოდენობის თანხა აქვს ჯიბეში. ასე, რომ სასურველი ნივთის შერჩევა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დეტალი, რომელიც მომხმარებელს არ უნდა გამორჩეს თვალთახედვიდან.

მაგალითად, შერჩევის დროს, უმთავრესი კრიტერიუმი მოწყობილობის ზომაა. გადაწყვეტილება იმ სივრცემ უნდა მიგაღებინოთ, რომელიც ტელევიზორისთვის გაქვთ განკუთვნილი. მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი იმის მიხედვით გააკეთოთ, თუ რამდენად შორს იქნება მოწყობილობა იმ ადგილიდან, სადაც, როგორც წესი, თქვენ ზიხართ ხოლმე.

მათ, ვისაც დიდი სივრცე აქვს (ჩვეულებრივ, იგულისხმება მისაღები ოთახი) თავისუფლად შეუძლია დიდ დუიმიანი ეკრანი შეარჩიოს, კერძოდ, ე.წ. “სახლის კინოთეატრი”, მოცემულ პირობაში, იდეალური არჩევანია. სხვა შემთხვევაში, კერძოდ კი, საძინებლისთვის, 32-40 დუიმიანი ეკრანი საუკეთესო გამოსავალია.

მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ხელმისაწვდომი ფასია. კარგია, როდესაც შენთვის სასურველ დროს წახვალ საყიდლებზე და არ დაუცდი “შავ პარასკევს”, თუმცა ყველა ადამიანს განსხვავებული შემოსავლები და სახსრები აქვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, წინასწარ ვიყოთ ინფორმირებული მომავალი ფასდაკლებებისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, რაზეც მაღაზიის პიარ-მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს.

ტელევიზორის შეძენისას, ტექნიკური მახასიათებლები მომდევნო კრიტერიუმია, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით, ეკრანი მინიმუმ 4K  რეზოლუცის უნდა იყოს. ასევე, აუცილებელია HDR მხარდაჭერის ქონა. სასურველია smart ტელევიზორის შეძენა, რადგან თქვენ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება გექნებათ. ბოლოს კი, არჩევანი იდეალურია თუ პაკეტს HDMI პორტიც ექნება.

მომხმარებლებს შეუძლიათ შევიდნენ საიტზე public.gr/BF და საჯარო პლატფორმაში შეიყვანონ სასურველი ნივთის დასახელება. 16 მეტრის სიგრძის, 18 კუბური მეტრის ტევადობის და 38 ტონიანი სატვირთო მანქანის მისიაა “შავი პარასკევისთვის” მომხმარებლებისთვის სასურველი ნივთებით აივსოს.

ასე, რომ შედით “შავი პარასკევის” საზოგადოებრივ ჯგუფში და დააჭირეთ შეტყობინებების ჩართვის ღილაკს. ხოლო ზემოთ აღნიშნულ საიტზე შესვლით, თქვენ მოგეცემათ შანსი 40 იღბლიანი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი გახდეთ, რომლებიც “Public” ის მაღაზიისგან 100 ევროს ღირებულების ვაუჩერით დასაჩუქრდებიან.

onalem

ტესტ