fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენი: როგორ იმოძრავებს მეტრო “პოლიტეხნიოს დღესთან” დაკავშირებით ?!

17 ნოემბერი ათენისთვის მძიმე დღეა. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს დღე სისხლიან ეპიზოდებს უკავშირდება, არამედ იმიტომაც, რომ ქალაქში გადაადგილება ფაქტობრივად, ორმაგ დროს მოითხოვს.

როგორც უკვე ცნობილია, საგზაო პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს და მოძრაობას დაარეგულირებს ცენტრალურ გამზირებზე. ავტობუსები, სავარაუდოდ, იმოძრავებენ შიდა ქუჩებით, რადგან პატისიონის, ვასილისის სოფიას და ალექსანდრას გამზირებზე საგანგებო მდგომარეობა იქნება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, მეტროსადგურები “ევანგელისმოს” და “სინდაღმა”, რომლებიც 16:30 საათზე დაიხურება, ასევე სადგური “მეღარო მუსიკის”, რომელიც 15:00 საათზე დაიკეტება.

აღნიშნულ სადგურებში მატარებელი გაჩერების გარეშე ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მოვლენების განვითარებას შუადღიდან ელოდებიან.

onalem

ტესტ