fbpx
კატეგორიის გარეშე

სკოპიეს ახალი სახელი: “ჩრდილოეთ მაკედონიის დემოკრატია” – Severna Macedonija

“ჩრდილოეთ მაკედონიის დემოკრატია” (Severna Macedonija) იქნება სკოპიეს ახალი სახელი, რაზეც სატელეფონო საუბრის შემდეგ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა.

“ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები შეთანმხდნენ, რომ მათი კონსტიტუციური სახელი საყოველთაოდ შეცვალონ. ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი ქვეყნის სახელი შეიცვლება Severna Macedonija-თი, ჩვენს ენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით”,-აღნიშნა ციპრასმა თავის სატელევიზიო განცხადებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ “სახელის ცვლილება განხორციელდება, როგორც საერთაშორისო და ორმხრივი, ასევე შიდა ურთიერთობების თვალსაზრისით”, ანუ ეს სახელი იქნება erga omnes. იმოქმედებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რაც იმას ნიშნავს , რომ ჩვენმა მეზობლებმა თავისი კონსტიტუციის გადახედვა დაიწყეს. შეთანხმების თანახმად, ალექსის ციპრასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “საბერძნეთის მაკედონიასა და ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს შორის მკაფიო გამიჯვნა არსებობს და საბოლოოდ დასრულდება მათი ამჟამინდელი საკონსტიტუციო სახელით გამოწვეული გაუგებრობა.”

მისივე თქმით, მითითება მაკედონიის უმცირესობასა და ასევე მისი დაცვის აუცილებლობაზე წაიშლება, ხოლო აქტუალური პრობლემური პეტიციების წაშლით, შეიცვლება სასაზღვრო დაცვის შესახებ სტატია, მან ასევე განაცხადა, რომ მათი კონსტიტუციის პრეამბულიდან ამოიღებენ ყველა შეუსაბამო ისტოროულ ცნობას.