fbpx
ემიგრაციაკატეგორიის გარეშესაზოგადოება

ჩაიძირა გემი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა: დაღუპულია ორი ადამიანი (ფოტო/ვიდეო)

თურქეთის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, 2 ადამიანი ემსხვერპლა გემის ჩაძირვას ამ დილით, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა. შემთხვევა თურქეთის დასავლეთ სანაპიროდან 50 მეტრში, ბოდრუმთან ახლოს მოხდა.

სანაპირო ზოლის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 17 ადამიანი უვნებლად გადარჩა, ხოლო სამმა ცურვით მოახერხა ნაპირამდე გამოსვლა.

ნაპირზე გამოსულთაგან 2 ადამიანი, მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომელთა ეროვნება სანაპირო დაცვის სამსახურს არ დაუკონკრეტებია.

სამაშველო და საძიებო სამუშაოები გრძელდება. ჯამში, 30 ადამიანი იმყოფებოდა 6 მეტრიან გემზე.

ინტერნეტში ვრცელდება შოკისმომგვრელი ფოტოები. მაშველები ცდილობენ პირველადი დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ ბავშვებს.

“ზოგიერთი მათგანი დაიხრჩო, ხოლო სხვები დაშავდნენ გემის ჩაძირვისას, ბოდრუმთან ახლოს. გემს მიგრანტები გადაჰყავდა” – გამოეხმაურა მომხდარს NTV network.

onalem

ტესტ