fbpx
რელიგიასაზოგადოება

ბერძენი მიტროპოლიტი მოსწავლეებს უფასო ყავას სთავაზობს, რათა ეკლესიაში მივიდნენ

დღეს ბერძნული ეკლესია სამი წმინდა მღვდელმთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს, რის გამოც ალექსანდრუპოლის მიტროპოლიტი, ანთიმოზი, მოსწავლეებს მოუწოდებს ეკლესიაში მივიდნენ და ლოცვებს დაესწრონ, ამისთვის კი მოტივაცია უფასო ყავაა, რომელიც მათ მთელი ქალაქის მასშტაბით შეუძლიათ მიირთვან.

აღნიშნული ინიციატივა წამოვიდა მას შემდეგ, რაც გუშინ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ დღეს სკოლაში მისვლა სავალდებულო არ არის.

“ბიჭებო და გოგონებო, ადექით დილით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, მოდით ეკლესიაში, რათა დაესწროთ მსახურებას. რომ თქვენი ცხოვრების გზები გაიკვალოს და არ დავარღვიოთ ის ტრადიცია, რაც უკვე 200 წელია გრძელდება.

შემდეგ თქვენ მღვდლები მოგცემენ სპეციალურ ბარათებს, რომ წახვიდეთ და ქალაქის ნებისმიერ კაფეში ყავა უფასოდ მიირთვათ. მფლობელებმა ამის შესახებ იციან და მათ მე გადავუხდი.”

onalem

ტესტ