fbpx
კრიმინალი

მოხუც ბერძენ მამაკაცს თაღლითებმა 10, 000 ევრო მოპარეს

დასავლეთ საბერძნეთში თაღლითური სქემა ჯერ კიდევ მოქმედებს.

ბოლო შემთხვევა ილიასში, კერძოდ ნეა მანოლადაში დაფიქსირდა. ორი დამნაშავე მოხუცი ბერძენის სახლში შევიდა. ისინი თავს ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანიის, ΔΕΗ-ს თანამშრომელებად ასაღებდნენ და მოხუცმა მამაკაცმა მათ დაუჯერა.

პოლიციის ინფორმაციით, ბერძენი მამაკაცი სახლში 10, 000 ევროს ინახავდა, რომელიც მათ იპოვეს და ცხადია, აიღეს. შემდეგ კი, სახლი ისევ მშვიდად დატოვეს, რათა პატრონს ეჭვი არ შეჰპარვოდა.

საქმე აღიძრა და ორი მამაკცი, რომელთა ეროვნებაც უცნობია, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით იძებნება.

onalem

ტესტ