fbpx
კრიმინალი

ორმაგი მკვლელობა კავალაში: შვილიშვილმა ბებია-ბაბუა დახოცა

მოხუცი ცოლ-ქმრის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით დაიკითხა მათი 24 წლის შვილიშვილი. მან მოგვიანებით აღიარა, რომ ბებია-ბაბუა განზრახ, დანით მოკლა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დედა გარდაეცვალა, ხოლო მამასთან ურთიერთობა არ აქვს, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული. ბოლოს თავის 85 წლის ბაბუასთან და 80 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ქალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საწოლს იყო მიჯაჭვული.

მათი ნათესავები გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ხმაური არავის გაუგია. ინციდენტი დილის 11:00 საათზე მოხდა და ამ ამბავმა ყველა შეძრა. ეჭვმიტანილად სწორედ 24 წლის მამაკაცი დასახელდა, რომელმაც მოგვიანებით პოლიციასთან საუბარში ორმაგი მკვლელობა აღიარა.

ის დანაშაულის მოტივებს არ ასახელებს. მან იმსხვერპლა ადამიანები, რომლებიც მასზე ზრუნავდნენ და მათ გარდა, ფაქტობრივად, არავინ ჰყავდა.

გარდაცვლილები კავალას საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ, გარდაცვალების ზუსტი დროის დასადგენად.

onalem

ტესტ