fbpx
მსოფლიო

ცოლ-ქმარი სუპერმარკეტში ვირით დადის – რას აკეთებენ თურქები, რომ პოლიეთილენის პარკი არ იყიდონ?!

საერთაშორისო მედია 21 საუკუნისთვის უცნაური ფაქტის შესახებ იუწყება. რას აკეთებენ თურქები იმისთვის, რომ პოლიეთილენის პარკების ყიდვას, რომელიც საბერძნეთთან ერთად, თურქეთშიც გაძვირდა, თავი აარიდონ.

Hurriyet Daily News წერს, რომ შემთხვევა კაპადოკიაში დააფიქსირეს, სადაც ცოლ-ქმარი საყიდლებზე ვირით მივიდა, შემდეგ ნავაჭრი საქონელი ცხოველს ზურგზე აჰკიდეს და იქაურობა მშვიდად დატოვეს. ვირი სუპერმარკეტში დიდი მოთმინებით იცდიდა.

განსხვავებული შემთხვევა იყო ერზრუმში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა პროდუქტების წასაღებად ურიკა მიიტანა.

ცნობილია, რომ თურქეთში 1 იანვრიდან პოლიეთილენის კარგი 0.25 ლირა ღირს, საბერძნეთში კი 0.09 ცენტი.

onalem

ტესტ