fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

“თვითმფრინავი მიწაზე დაენარცხა, შემდეგ კი წყალში აღმოვჩნდით, არ ვიცოდი მდინარე იყო თუ ოკეანე” – ბოინგ 737-ის მგზავრი

ინციდენტი, რომლის შედეგადაც ბოინგ 737-ის 136 მგზავრი ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია, გასულ ღამეს მოხდა. ბორტზე ასევე იმყოფებოდა ეკიპაჟის 7 წევრი. პილოტი თვითმფრინავის ბილიკზე დასმას ცდილობდა, თუმცა, საშინელი შტორმის გამო, მან ხომალდზე კონტროლი დაკარგა და მდინარეში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოინგ 737 განსხვავდება ბოინგ 737 Max-ისგან, რომელმაც ეთიოპიაში კატასტროფა განიცადა. ის კუბადან ამერიკაში, ფლორიდაში მიფრინავდა, კერძოდ კი, ჯექსონვილის სამხედრო ბაზაზე უნდა დაშვებულიყო.

მგზავრები აღწერენ, რომ დაჯდომის მომენტი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო:

“თვითმფრინავი, ფაქტობრივად, მიწაზე დაენარცხა, ცხადი იყო, რომ პილოტი ხომალდს სრულად ვერ აკონტროლებდა. თითქოს, ვხტუნაობდით. შემდეგ წყალში აღმოჩნდით და წარმოდგენა არ გვქონდა, თუ სად ვიყავით. იყო ეს მდინარე თუ ოკეანე. ვგრძნობდი საწვავის სუნს და მივხვდი, როგორ წვეთავდა წყალში. ისეთუ რთული დაჯდომა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი, რაღაცას შევასკდებოდით და ეს ჩემი ბოლო წუთები იყო.”

ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო 21-მა მგზავრმა, თუმცა, საერთო ჯამში, ყველა უვნებელია.

როგორც აეროპორტის თანამშრომლები ამბობენ, პილოტმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინა, რადგან უსაფრთხო დაჯდომა, ასეთ პირობებში, ნამდვილი სასწაულია.

 

onalem

ტესტ