fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენმა კაცმა სახლის დაკარგვის შიშის გამო თავი მოიკლა

მორიგი ტრაგედია ისთმიაში დატრიალდა. 56 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა, შიშმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ინციდენტი გასულ პარასკევს მოხდა. კაცი საკუთარი სახლის ეზოში, რომელიც ცენტრალური გზის მოპირდაპირედ არის, ჩამომხრჩვალი იპოვეს.

თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მან თავისი ადვოკატისგან წერილი მიიღო, სადაც ახსნილი იყო, რომ საფრთხე რეალური იყო და ის სახლ-კარის გარეშე რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარი დარდი ახლობლებს გაუზიარა, არავინ მოელოდა, რომ ის ამ ზომამდე მივიდოდა.

მამაკაცმა დატოვა წერილიც, სადაც თავის შვილსა და დას უხსნის, თუ რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ასევე, ბოდიშს უხდის, რომ ვერ შეძლო ოჯახისთვის სახლი შეენარჩუნებინა.

თვითმკვლელობამ ადგილობრივი საზოგადოება შეძრა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეზო ცენტრალურ გზას გადაჰყურებდა და მისი გვამის დანახვა თითოეულმა გამვლელმა შეძლო.

onalem

ტესტ