fbpx
საზოგადოება

ბერძნებში ალკოჰოლის მოხმარების ტენდენცია შემცირდა

ICAP-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში ბერძნებში სასმლის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. ალკოჰოლის სიძვირისა და კრიზისის ფონზე, ბერძნების შეძენისუნარიანობამ ძალიან იკლო.

ზოგადად, ალკოჰოლური სასმელების შიდა წარმოება 2010-2015 წლებში 1,4%-ით შემცირდა: უზო (58%), ბრენდები (30%), ციპურო და დანარჩენები (7%).

ასევე შემცირებულია ალკოჰოლის იმპორტი ბოლო 6 წლის მანძილზე, მაღალი გადასახადების გამო. მხოლოდ გარკვეული ზრდაა დაფიქსირებული 2015 წელს (20%), ძირითადად ვისკიზე (40%).

ბოლო სამი წლის მანძილზე აღინიშნება ექსპორტის შემცირებაც, 2015 წელს ექსპორტით მიღებული შემოსავალი 77,4 მილიონ ევროს უდრიდა.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის მოხმარებაში ლიდერი ქვეყნებია ლუქსემბურგი და საფრანგეთი.

onalem

ტესტ