fbpx
საბერძნეთი

ახალი კანონი საბერძნეთში: ემიგრანტების შემოყვანისა და ღმერთის საჯაროდ შეურაცხყოფისთვის სასჯელი უკიდურესი იქნება

იუსტიციის მინისტრმა, კოსტას ციარასმა დღეს კონკრეტული განცხადებები გააკეთა, რომლებიც საბერძნეთში ახალი კანონის შემოღებას ეხება. კანონის ფარგლებში უმკაცრესი სასჯელი ელის მას, ვინც ემიგრანტებს ქვეყანაში უკანონო გზით შემოიყვანს და მათ, ვინც უფალს საჯაროდ შეურაცხყოფს. აქცენტი გაკეთდა პედოფილიაზეც, რაც ასევე უკიდურესი ზომებით დაისჯება.

ციარასის თქმით, ბავშვებზე ძალადობის შემთხვევაში დამნაშავეს თავისუფლების 5-დან 15 წლამდე აღკვეთა ელის. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ჯგუფური ძალადობა იქნება, დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა ელით.

ასევე გამკაცრდება სასჯელი მათთვის, ვისაც საბერძნეთში ემიგრანტები უკანონო გზით შემოჰყავს. კანონში უკვე შევიდა რამდენიმე სახეცვლილება და სასჯელის რამდენიმე ტიპი. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც ქვეყანაში უცხოელებს არალეგალურად შემოიყვანს, სასჯელი განესაზღვრება შემოყვანილი პირების რაოდენობის მიხედვით.

2 წლამდე პატიმრობა ელის ასევე მას, ვინც ღმერთს და მართლმადიდებლურ ეკლესიას საჯაროდ მიაყენებს შეურაცხყოფას.

onalem

ტესტ