fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: ავტობუსის მძღოლმა მგზავრის ცემა სცადა, რომელიც მის ქცევას აპროტესტებდა

თესალონიკში ΟΑΣΘ-ს ერთ-ერთ ავტობუსში (ნომერი 81Β სალონიკი-კუფალია) უცნაური ინციდენტი მოხდა. მგზავრი, რომელმაც საჩვარი ΟΑΣΘ-ს ოფისში შეიტანა , ჰყვება, რომ ავტობუსის მძღოლი ერთი ხელით ჭამდა, ხოლო მეორე ხელით ავტობუსს მართავდა. მას ასევე დაავიწყდა შუა კარის დაკეტვა, რის გამოც მარტივად შესაძლებელი იყო, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა. ქალმა მძღოლს შენიშვნა მისცა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და მგზავრის ცემა სცადა, რამაც, რა თქმა უნდა, სხვა მგზავრების რეაქციაც გამოიწვია. ის მათ აგინებდა და ავტობუსი ცენტრალურ გზაზე დატოვა. შესაბამისად, 70-მდე მგზავრს 1 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწია, რათა მომდევნო გაჩერებამდე მისულიყვნენ და სხვა ავტობუსს დალოდებოდნენ.

ΟΑΣΘ ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და მძღოლის მხრიდან შეუსაბამო ქცევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რის გამოც კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის.

onalem

ტესტ