სროლა თურქების მხრიდან ბერძენი მეთევზეების მიმართულებით (ვიდეო)

“დღეს ყოველდღიური თევზაობისთვის გამოვედით და თურქი მეთევზეები ჩვენი თევზსაჭერი ინსტრუმენტების წასაღებად მოვიდნენ. ჩვენ დავიცავით ისინი, მათ კი იარაღი ექვსჯერ გვესროლეს. დაგვემუქრნენ… ისინი გადამცემში ამბობდნენ, რომ ეს  თურქული თევზსაჭერი ნავი იყო და უშვერი სიტყვებით მოგვმართავდნენ, “ აღწერს ბერძენი მეთევზე, თუ რა მოხდა რამდენიმე წუთით ადრე.

“რა კარგი სიტუაცია. ჩვენ ვართ ბერძნულ საზღვაო ტერიტორიაზე და თურქების მხრიდან მუქარებს ვიღებთ”,
ბერძენი მეთევზე სულ რამდენიმე სიტყვით აღწერს, ბოლო 15 დღის განმავლობაში, ლეროსსა და სხვა კუნძულებზე მცხოვრები მეთევზეების მიერ გამოვლილ ვითარებას.

მეორე ვიდეოში, ბერძენი მეთევზე იძლევა ზუსტ ნიშანს, რომლის დროსაც სერიოზული შემთხვევა მოხდა კვირას დილით, როცა მათ თურქებმა ექვსჯერ ესროლეს.

“რაც დრო გადის სიტუაცია უარესდება. რა მოხდება მომავალში? ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ თურქები ჩვენს საკუთარ წყლებში გვესვრიან და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ “, – დასძენს ის და საზღვრისპირა კუნძულებზე მცხოვრები მეთევზეების ტანჯვას უსვამს ხაზს.

მესამე ვიდეოში, თურქი მეთევზეები არღვევენ საბერძნეთის საზღვაო ტერიტორიებს და თევზაობენ, თუმცა ეს აკრძალულია საბერძნეთის კანონით, ოქტომბრამდე.

იხილეთ ვიდეოები:

melano

ტესტ