fbpx
კრიმინალისაზოგადოება

სერესი: 120,000 ევროს ოდენობის ჯარიმა ცხოველებზე ძალადობის სამი შემთხვევის გამო

2019 წლის 28 თებერვალს, სერესის პროკუტარატურაში განიხილება ბერძენი მამაკაცის საქმე, რომელიც საბრალდებო დასკვნის კონტექსტში, საჩივრის შეტანის შემდეგ, დაადანაშაულეს ნიგრიტას ტერიტორიაზე ოთხი ლეკვის ნაგვის ურნაში ჩაგდებასა და მათ დედასა და სხვა ძაღლებზე ძალადობაში!

ბრალდებული არ დასწრებია დაგეგმილ სასამართლო პროცესს, რომელიც გადაიდო. მან თავისი ადვოკატის საშუალებით განაცხადა, რომ ავად არის და შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებები წარადგინა. თუმცა, სერესის ცხოველთა მუყვარულთა კლუბის ცნობით, ვისალტიის პოლიციის სადაზვერვო სამსახურმა 120, 000 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერა, რადგან ხუთი ახალშობილი ძაღლიდან ოთხი დაიღუპა.

მის სახელზე, ორი საჩივარი იქნა შეტანილი, ცხოველების შეურაცხყოფისა და უპატრონოდ მიტოვების ბრალდებით, რადგან ძაღლი, რომელსაც ლეკვები შეეძინა, აღმოჩნდნა, რომ ძალიან ავად იყო, ისევე როგორც მეორე ზრდასრული ძაღლი, რომელიც დამნაშავის სახლის ეზოში შეუსაბამო პირობებში ცხოვრობდა.

onalem

ტესტ