fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შოკისმომგვრელი ამბავი: ბერძენი ქმრის შურისძიება მარტოხელა დედაზე

უცნაური ამბავი ვოლოსში, ნეა იონიას რეგიონში ხდება.

მარტოხელა დედა საკუთარი უფლებების დაცვისა და გადარჩენისთვის იბრძვის. ის რუსეთის მოქალაქეა და ბერძენი მეუღლე ჰყავდა. ქალს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს და ცდილობს მას მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას, რადგან ათენში მუდმივ ვიტიზებს საჭიროებს. თუმცა, მისი ყოფილი ბერძენი მეუღლე ამაში ხელს უშლის და უამრავ პრობლემას უქმნის.

უმუშევარი ქალი ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს და ამჟამად დახმარებას არავისგან იღებს. მან სახლი იქირავა, რომელიც გამომდინარე იქიდან, რომ საშინლად გამოიყურებოდა, გადაწყვიტა თავად გაერემონტებინა. ქალმა გააკეთა, რაც თავისი ძალებით შეძლო, ხოლო ყოფილმა ქმარმა, ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდა, მასზე გაურკვეველი მიზეზების გამო, შური იძია და სახლის კედლები და კარები საღებავით დაუსვარა, როგორც ეს ფოტოებზე ჩანს.

ქალმა პოლიციას შეატყობინა და მამაკაცი სწორედ მაშინ დააკავეს, როცა სახლს აზიანებდა. თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ამბავი გამოქყვეყნებულია Facebook-ის გვერდზე ”Μαμάδες Ν. Μαγνησίας”, სადაც წერია, რომ თუ ვინმეს სურს და შეუძლია, რომ ქალს დაეხმაროს, შეუძლია ეს კომენტარებში მიუთითოს. ის საჭიროებს საღებავებს და სხვა ნივთებს, სახლის თავიდან გადასაღებად. ასევე, ბავშვისთვის აუცილებელ მინერალურ წყალს, საკვებს და მედიკამენტებს (dispersadrone, xalocom).

onalem

ტესტ