fbpx
საზოგადოება

ალბანეთიდან დაბრუნებულ ბერძნებს სახელმწიფო ღალატისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ხელი მოეწერა გრძელ სიას. აქ შედიან საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც ალბანეთში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, ხოლო ახლა სამშობლოს დაუბრუნდნენ. ყველა მათგანს ჩამოერთმევა საბერძნეთის მოქალაქეობა.

როგორც აღმოჩნდა, უამრავი ბერძენს, რომელსაც ჰქონდა საბერძნეთის მოქალაქეობა და ემიგრაციაში ალბანეთში იმყოფებოდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ხელისუფლებასთან და ჩართული იყო კამპანიაში, რომელიც ანადგურებდა ალბანეთში მცხოვრები ბერძენი უმცირესობების ქონებას.

პანოს სკურლეტის განცხადებით, ეს არის პასუხი ალბანეთის სახელმწიფოს ქმედებებზე, რომელიც ქვეყანაში მცხოვრები ბერძნების ქონებას ახლაც ანადგურებს.

სიაში ყველაზე აღსანიშნავი ხიმარას მერის, გიორგო გოროს სახელია, რომელმაც საბერძნეთის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო, როგორც სამშობლოში დაბრუნებულმა პირმა. აღნიშნულ ქალაქში ბერძნები ცხოვრობენ.

onalem

ტესტ