fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ტემპერატურა 10 გრადუსამდე ეცემა

ცნობილი მეტეოროლოგის იანის კალიანოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპიდან ცივი ჰაერის მასები საბერძნეთის მიმართულებით მოდის. სწორედ ამის გამო ამ კვირაში ქვეყნის მასშტაბით საგრძობლად აცივდება და ტემპერატურა 10 გრადუსამდე დაეცემა.

კალიანოს თქმით, ახლა ნამდვილი ზამთარი მოდის, საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოსალოდნელია თოვლი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ნავარაუდებია მოღრუბლულობა და წვიმა, განსაკუთრებით ცენტრალურ და დასავლეთ საბერძნეთში, ასევე აღმოსავლეთ თესალიაში, ხალკიდიკიში, ეგეოსის კუნძულებზე. ჩრდილოეთ საბერძნეთის მთიან და ნახევრადმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.

იქროლებს დასავლეთის, 5-6 ბალის სიძლიერის ქარი, რომელიც ნელნელა გაძლიერდება და 8 ბალს მიაღწევს.

ტემპერატურა 19 გრადუსიდან 10 გრადუსამდე დაიწევს და ეს იქნება მაქსიმალური მაჩვენებელი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება კონკრეტულად ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმები და 4-6 ბალი სიძლიერის ქარი. ტემპერატურა იმერყევებს 6-დან 14 გრადუსის ფარგლებში.

onalem

ტესტ