fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ევაკუაცია აეროპორტში: უსაფრთხოების სამსახურს ფეხსაცმელი ასაფეთქებელში აერია

აეროპორტში ფრანგული მოდების ჟურნალის თანამშრომლის ბარგმა უსაფრთხოების სამსახური შეაშფოთა და სერიოზული ალიაქოთი გამოიწვია, იუწყება გამოცემა Parisien-ი.

გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ქალის ხელბარგს სკანერზე ამოწმებდა, ჩანთაში საეჭვო საგანი შენიშნა, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას მიამსგავსა. შესაბამისად, ადგილზე სასწრაფოდ გამოიძახეს გამნაღმველები და გარდა ამისა, აეროპორტის დარბაზებიდან მგზავრების ევაკუაცია დაიწყეს.

საუბარია პარიზის ორლის აეროპორტზე.

სამსაათიანი კვლევისა და ძიების, ასევე რამდენიმე გადადებული რეისის შემდეგ, საბოლოოდ გაირკვა, რომ განგაში ფუჭი იყო.

მგზავრის ჩანთაში არა ასაფეთქებელი, არამედ მოდური ფეხსაცმელები ელაგა, რომლებსაც ელემენტები ეყენა განათებისთვის.
აეროპორტმა მხოლოდ ამის შემდეგ აღადგინა მუშაობა და მგზავრების მომსახურება.

onalem

ტესტ