კვლევა: იანვრიდან 10-დან მხოლოდ 1 მომხმარებელი გამოიყენებს პოლიეთილენის პარკს

ახალი კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც 2018 წლის იანვარში საბერძნეთის სუპერმარკეტებში პლასტიკური პარკები უფასოდ აღარ გაიცემა, მათ 10-დან მხოლოდ 1 მომხმარებელი გამოიყენებს.

აღნიშნული კვლევა საცალო სამომხმარებლო საქონლის კვლევითმა ინსტიტუტმა (IELKA) გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, 2018 წლის იანვრიდან პარკების ღირებულება 3 ცენტი იქნება, ხოლო 2019 წელს 7 ცენტამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილებები საბერძნეთში პლასტიკური პარკების გამოყენებას შეამცირებს. ამჟამად, ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის, საბერძნეთს პარკების გამოყენების მხრივ მოწინავე ადგილი უკავია.

პარკების გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი გარემოს დაცვას მოხმარდება. ასევე ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობა მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით უზრუნველყოფს.

გამოკითხული 530 ადამიანიდან 57% ამბობს, რომ ერთჯერადი პარკების გამოყენებას შეწყვეტს და მრავალჯერად ჩანთებზე გადავა, ხოლო 33%-ს ჯერ არ გადაუწყვეტი, თუ რას მოიმოქმედებს.