fbpx
კატეგორიის გარეშე

Politico: მიკონოსი, აბსურდის კუნძული – ეს საბერძნეთი არ არის!

ერთ-ერთ ამერიკულ ვებ-გვერდზე საბერძნეთის კუნძული მიკონოსი მოხვდა. თუმცა, აქ საამაყო არაფერია, რადგან ქარების კუნძულზე ძირითადად კრიტიკული შინაარსის განცხადებებია.

”შესაძლოა მიკონოსი ბერძნული კუნძულია, თუმცა, ეს საბერძნეთი არ არის,” წერს გვერდი.

სხვა საკითხებთან ერთად, სტატიაში ნათქვამია:

”მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური კრიზისია, მოსახლეობის 50% დაუსაქმებელია, საშუალო კლასის ადამიანთა ხელფასი თვეში მხოლოდ 400 ევროა. აქ კი ეს ყველაფერი სრულიად არ იგრძნობა.”

 

”აქ საეჭვოდ დიდი რაოდენობის მიმზიდველი ქალები არიან და უმეტესი მათგანი მათთან შედარებით საკმაოდ უფროს მამაკაცთან ერთად იმყოფება. აქ ნახავთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რუს მილიარდერებს და მხოლოდ მდიდარ ბერძნებს, რომლებიც ”უხამსად” ნაშოვს ფულს გართობაში ფლანგავენ.

აქ არიან ადამიანები, რომელთა ნახვაც რეალურად არავის უნდა. მიკონოსის მოსახლეობა მხოლოდ 10,000-ია, თუმცა, აგვისტოში კუნძულს ადამიანთა ლაშქარი სტუმრობს.

ბარებში, გასულ წელს 35,000 ბოთლი შამპანური გაიყიდა, რომელიც მხოლოდ ერთი ცალი 1,000 ევრო ღირს. ეს კი ნიშნავს 35, 000, 000 ევროს შემოსავალს მხოლოდ შამპანურიდან.

მიკონოსზე დიდი ფართის მქონე შენობების აშენება არალეგალურია, თუმცა, ბარებისა და რესტორნების მფლობელებს ეს არ ადარდებთ, უძღვებიან საკუთარ ბიზნესს და ყოველდღიურად იხდიან ჯარიმებს, დაახლოებით 1, 000-დან 3, 000-მდე, რაც, რა თქმა უნდა, არც კი შეედრება მიღებულ შემოსავალს.

იმისთვის, რომ ნამოს სანაპიროზე მდებარე რესტორანში ისადილოთ, 3 ადამიანისთვის ტრადიციული ზღვის პროდუქტი და სალათი 350 ევრო დაგიჯდებათ, რა თქმა უნდა, ალკოჰოლის გარეშე. გარშემო კი უნდა აიტანოთ ხალხი, რომელიც ყოველ წუთს საკუთარი თავის და სიმდიდრის აფიშირებას ახდენს.

ათენში დაბრუნებისას, იგრძნობა, რომ საბერძნეთში დაბრუნდით… მიკონოსი საბერძნეთი არ არის.”

 

 

onalem

ტესტ