ავტობუსებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია სამი 15 წლის მოზარდი

საბერძნეთის პოლიციამ სამი 15 წლის მოზარდი დააკავა აგიო ანარგიროში (Γ10) ავტობუსზე თავდასხმის გამო.

სამი ახალგაზრდა ორშაბათს ღამით დააკავეს. თავდასხმა იმავე დღეს, საღამოს 07:00 საათზე მოხდა, კერკირას და პრემეტის ქუჩების გადაკვეთაზე.

ეს OASA-ს ავტობუსებზე თავდასხმის ერთ-ერთი შემთხვევაა, რომელიც ატიკას სხვადასხვა რეგიონში, ბოლო დროს ხშირად ხდება.

“არ ვიცით, რა ხდება, უბრალოდ ბავშვები ერთობიან ასე, თუ ვიღაცას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს”, – განაცხადა ხრისტოს ფოტისმა, OASA-ს თანამშრომელთა კავშირის მდივანმა Thema 104.6-თან საუბრისას.

მისი განცხადებით, თავდასხმები, როგორც წესი, საღამოს საათებში ხდება მიწისქვეშა გადასასვლელებთან ახლოს, რათა თავდამსხმელებმა ადვილად შეძლონ გაქცევა.

melano

ტესტ