fbpx
კრიმინალი

მკვლელობა ეგალეოში: მამაკაცმა შელაპარაკებისას საკუთარ შვილს ესროლა

მსხვერპლი 51 წლის მამაკაცია, რომელიც ინციდენტის შემდეგ ნიკეას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე გვიანი აღმოჩნდა. ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მკვლელი მამა კი მოგვიანებით კიფსელის გარეუბანში დააკავეს.

კერძოდ, დასავლეთ ატიკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეგალეოში მამა-შვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც მამაკაცმა შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამის შემდეგ მან იარაღი თან წაიღო და გაიქცა.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 67 წლისაა. ის პოლიციის გამოძიების შეგეგად, კიფსელზე, მაკრის ქუჩაზე დააკავეს.

ცნობილია, რომ მკვლელობა ოჯახური გარჩევის ფონზე მოხდა, რადგან მამა-შვილს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.

 

onalem

ტესტ