fbpx
საზოგადოება

თესალონიკისკენ მომავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა – საგანგებო მდგომარეობა!

დღეს დილით თესალონიკისკენ მომავალი თვითმფრინავის მგზავრებმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს. Eurowings-ის ბოინგი გერმანიის ქალაქ კიოლნიდან მოფრინავდა, რა დროსაც უკიდურესად არახელსაყრელი ამინდის პირობებში, მეხი დაეცა.

ტელეკომპანია ERT-ის ინფორმაციით, ყველა მგზავრი უვნებელია.

პილოტებმა, საგანგებო მდგომარეობის გამო, გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავი ისევ გერმანიის აეროპორტში დაესვათ, რადგან რისკი დიდი იყო.

საბოლოოდ რეისი გადაიდო და მგზავრები მაკედონიის აეროპორტში 10:10 საათზე ჩავიდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაუარესებულმა ამინდმა თესალონიკის აეროპორტში უამრავი პრობლემა შექმნა. არ არის ხილვადობა, თოვლის გამო კი რეისები ჩვეულებრივ დროს ვერ სრულდება.

თუმცა, მეხის დაცემის შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

onalem

ტესტ