fbpx
საზოგადოება

“ჩემი შვილი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იქამდე” – ათენის რესტორანში მიმტანმა ბავშვს შემთხვევით ადუღებული წყალი გადაასხა

5 წლის ბიჭის დედა ჰყვება ამბავს, რომელიც მის ოჯახს პალეო ფალიროში გასულ ოქტომბერს შეემთხვა, თუმცა, ახლაც ისევე იტანჯებიან, როგორც მაშინ. “ჩემი შვილი აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იქამდე.”

“მე და ჩემი მეუღლე, ჩვენს ბიჭთან ერთად პალეო ფალიროს ერთ-ერთ რესტორანში წავედით. როცა მივედით, მამა-შვილი საპირფარეშოში ხელების დასაბანად წავიდა, რა დროსაც, უცებ, სამზარეულოდან მიმტანი გამოვიდა, რომელსაც ადუღებული წყლით სავსე ქვაბი მოჰქონდა და წყლის თითქმის ნახევარი ჩემს შვილს გადაესხა. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა.

5 წლის ბავშვმა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო. მან 20 დღე საავადმყოფოში გაატარა და ახლა, მხოლოდ ორთვენახევრის შემდეგ შეუხორცდა ჭრილობები. მომდევნო თვეებში კი მესამე ხარისხის დამწვრობებზე უნდა გაიკეთოს ოპერაციები. 

რასაც ჩვენ განვიცდით, აუტანელი ტკივილია. ეს ის ტივილია, რომელსაც არა თუ ასეთი პატარა ბავშვი, არამედ დიდი კაციც ვერ გაუძლებს. მას სტკივა ხელები, მკერდი, ნეკნები. ექიმები ამბობენ, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მხოლოდ 70%-ით აღუდგება მგრძნობელობა. ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იქამდე იყო. 

ეს უპასუხისმგებლობა და უყურადღებობაა. ჩვენ საჩივარი შევიტანეთ და სასამართლოს გზით ვიმოქმედებთ.”

protothema.gr აღნიშნულ რესტორანს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ უკიდურესად დამწუხრებულები არიან ამ ფაქტით, თუმცა, ეს შემთხვევითობა იყო და ბავშვისთვის რაიმეს დაშავება არავის მიზანი არ ყოფილა.

onalem

ტესტ