fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ბერძნებმა გეი პარადის ორი მონაწილე ზღვაში გადააგდეს

თესალონიკში გუშინ გამართულ ლგბტ პარადს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მკვეთრი რეაქციები მოჰყვა. როგორც ცნობილია, 3-4 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი პარადის მონაწილე ორ მამაკაცს დაესხა თავს და თერმაიკოს ყურეში გადააგდეს.

დაზარალებულები არიან 35 წლის ბერძენი და 45 წლის ბრაზილიელი, რომლებიც აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ და ცისარტყელას დროშებს ატარებდნენ.

მათ თავდამსხმელები წამოეწივნენ და უყვიროდნენ: “თქვენ და თქვენი მოსაზრებები მოკვდებით!” შემდეგ მათ ჯერ ბერძენი, ხოლო შემდეგ ბრაზილიელი ზღვაში გადააგდეს.

ისინი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

როგორც ცნობილია, სერიოზული დაზიანებები არცერთ მათგანს არ აღენიშნება.

მოგვიანებით თესალონიკის პოლიციამ დააკავა ოთხი ახალგაზრდა, 16-დან 21 წლამდე, რომელთაც ბრალად 17 წლის პაკისტანელი მიგრანტის სასტიკი ცემა ედებათ.

ტელეკომპანია SKAI-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ რასისტულ ქმედებას შორის.

onalem

ტესტ