fbpx
საზოგადოება

ყველაზე სახალისო ფაქტები, რითიც უცხოელებს ბერძნებისგან გამოარჩევთ!

საბერძნეთის პლაჟები ზაფხულში, ცხადია, ტურისტებით ივსება. რეალურად ძალიან მარტივია მათი ბერძნებისგან გამორჩევა. რატომ? იხილეთ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ჩამონათვალი, თუ როდის გამოიყურებიან უცხოელები სასაცილოდ…

  1. მოკრძალებულობა სანაპიროზე…თავიდან ფეხებამდე ჩაცმული ტურისტები სანაპიროებისკენ ხშირად მიეშურებიან. უამრავი მათგანი საცურაო კოსტიუმების ზემოდან ტანსაცმელს ატარებს, ისეთს, როგორიც შესაძლოა ყოველდღიურად აცვიათ.
  2. ისინი ხშირად უკვეთავენ სანაპიროზე ცხელ ყავას ან ჩაის. უცნაურად ჟღერს, არა?! მაშინ, როცა ტემპერატურა ლამის 90 გრადუსს უდრის, ისინი ცივი ყავის ნაცვლად, ცხელ სასმელს ირჩევენ.
  3. ისინი მიდიან პლაჟებზე შუადღის შემდეგ და უკვირთ, თუ რატომ არ არის თავისუფალი ქოლგა და შეზლონგი. მაშინ, როცა ბერძნები სპეციალურად გეგმავენ სანაპიროზე გასვლის დროს, რათა ქვიშაზე წოლა არ მოუწიოთ.
  4. ისინი წვებიან წყალთან ძალიან ახლოს თავიანთ პირსახოცებზე.აი ბერძნებმა კი იციან, რომ პირველ რიგში, მიწა ძალიან ცხელია, მეორე რიგში ნიავის გამო ქვიშა ტანზე ეყრებათ და საბოლოოდ, ხანდახან დიდი ტალღების გამო, შესაძლოა პირსახოცი და ყველა პირადი ნივთი დაუსველდეთ.

5. ტურისტები ხშირად იყენებენ ბავშვის ზეთს, მზის ლოსიონის ნაცვლად.

ესტუმრო ხმელთაშუა ზღვას, განსაკუთრებით კი საბერძნეთში, ნიშნავს, რომ გინდა, საკუთარ ქვეყანაში შთამბეჭდავი რუჯით დაბრუნდე. ტურისტები მზისგან დამცავი ლოსიონების ნაცვლად, ხშირად იყენებენ ბავშვებისთვის განკუთვნილ ზეთს, რის გამოც, რუჯით არა, თუმცა, კიბორჩხალებივით წითლები ასრულებენ თავიანთ მოგზაურობას.

6. ისინი მთელ დღეს ატარებენ სასტუმროს აუზში, რომელიც სანაპიროს გადაჰყურებს, თუმცა, არ მიდიან თავად სანაპიროზე.

ის, რაც ბერძნებს განსაკუთრებით აკვირვებს არის, რომ ტურისტები მოდიან ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სწორედ სანაპიროებით არის, მაგრამ რჩებიან თავიანთი სასტუმროების აუზებზე.

7. ტურისტები ხშირად დადიან ძველი საცურაო კოსტიუმებით.

ბერძნები ზაფხულისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. სწორედ ამიტომ, მუდმივად ანახელებენ თავიანთ გარდერობს სეზონისთვის. ტურისტებს კი ხშირად შენიშნავთ მოდიდან გადასული საცურაო კოსტიუმებით, ძველი სათვალეებით და ა.შ. ეს კი ის არის, რითიც ნამდვილად მიხვდებით, რომ ისინი ბერძნები არ არიან.

 

onalem

ტესტ