fbpx
კატეგორიის გარეშე

თესალონიკში ორი თურქი დიპლომატი გაუჩინარდა

გაუჩინარებულია ორი თურქი დიპლომატი, რომელიც თესალონიკში მუშაობდა. ამ ინფორმაციას ანკარა ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ისინი ფეტულა გულენის ორგანიზაციის წევრები არიან, რომელსაც 2016 წლის ივლისში გადატრიალების მცდელობა ჩაეშალა.

დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, თურქული მედია წერს, რომ ორი პირი, რომელიც კონსულის მოადგილედ მუშაობდა, 2017 წლის 2 მაისს გაუჩინარდა.

ამ დროის განმავლობაში პოლიციამ მათი პოვნა ვერ მოახერხა. ისინი ბოლო 18 თვის განმავლობაში კონსულის მოადგილედ მუშაობდნენ თურქეთის საკონსულოში, რომელიც თესალონიკში მდებარეობს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საბერძნეთი და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

onalem

ტესტ