fbpx
კატეგორიის გარეშე

მიხეილ სააკაშვილი ათენში მოდის

ბელგიასა და იტალიაში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მომდევნო შეხვედრას ,ნაციონალური მოძრაობის ემიგრანტ მხარდამჭერებთან, ათენში ჩაატარებს.

ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ რომის შემდეგ, ათენი მომდევნო ქალაქი იქნება, სადაც შეხვედრა გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, სხვა ქვეყნებთან შედარებით. საპრეზიდენტო არჩევნებზე, ათენში სალომე ზურაბიშვილმა 374 ხმა დააგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 745. რაც შეეხება თესალონიკს, სალომე ზურაბიშვილმა 237 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 601 ხმა დააგროვა.