fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

კრეტა: მამაკაცმა ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა

სასიამოვნოა, რომ ასეთ რთულ დროში, როგორიც ახლა დგას, ჯერ კიდევ არიან პატიოსანი და ნამდვილი ადამიანები. ფაქტი, რომელიც კუნძულ კრეტაზე მოხდა, ამას უდაოდ ამტკიცებს.

ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც კრეტას ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობს, სტადიონზე ჩანთა და საფულე იპოვა, რომელშიც არც თუ ისე ცოტა თანხა იდო, 700 ევრო და ამასთანავე გემის ბილეთები.

ფეხბურთელი, პანოს ციკუდაკი, ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე დაუკავშირდა ტურისტულ სააგენტოს, რომელსაც საფულეში ნაპოვნი ბილეთები ეკუთვნოდა და სთხოვა მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია მიეცათ.

შედეგად, ტელეფონის ნომერი მიიღო და ქალს დაურეკა, მან კი უთხრა, რომ ჩანთა ნამდვილად სტადიონზე დარჩა და ამით ძალიან შეშფოთებული იყო. პანოს ციკუდაკი მას ბოლო მომენტში შეხვდა, როდესაც უკვე ხანია უნდა დაეტოვებინა.

საფულის მფლობელი ახალგაზრდა კაცის საქციელით აღფრთოვანებული იყო, მან უღრმესი მადლობა გადაუხადა თანხის ხელუხლებლად დაბრუნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მან ციკუდაკის ჯილდოს სახით თანხის გარკვეული რაოდენობა შესთავაზა, თუმცა, ფეხბურთელმა მტკიცე უარი განაცხადა და ისინი ერთმანეთს დემშვიდობნენ.

onalem

ტესტ