fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ეჭვიანობის ნიადაგზე ქალმა პარტნიორი ციხეში “გააგზავნა”!

მამაკაცს ბრალი ძალადობასა და ქურდობაში ედებოდა, თუმცა, რეალურად არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში რუმინელი წყვილი საკუთარი ურთიერთობის აღსადგენად ჩამოვიდა, თუმცა, 28 წლის მამაკაცს უკან დაბრუნება სურდა. მის 21 წლის პარტნიორი კი ამას არ ეთანხმებოდა, რადგან არ უნდოდა, რომ 28 წლის მამაკაცს რაიმე კონტაქტი ჰქონოდა მის ყოფილთან, რომელთანაც შვილიც ჰყავდა.

საბოლოოდ მამაკაცი რუმინეთში დაბრუნდა, სადაც 2017 წელს დააპატიმრეს, ლარისაში მომხდარი ქურდობისთვის. ამის გამო ის საბერძნეთის ხელისუფლებას გადაცეს.

მას შემდეგ მამაკაცი პოლიციის ზედამხვედველობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა, გუშინ, 21 წლის რუმინელი იძულებული გახდა სასამართლოზე მისულიყო და ეღიარებინა, რომ მან ყველაფერი მოიტყუა.

“მას არასოდეს უძალადია ჩემზე და არასოდეს გავუძარცვივარ,” თქვა ქალმა.

როგორც აღმოჩნდა, მან ცრუ ბრალდებები მამაკაცს ეჭვიანობის გამო მოუგონა და ერჩივნა ის ციხეში ყოფილიყო, ვიდრე რუმინეთში დაბრუნებულიყო და ყოფილ პარტნიორთან რაიმე საიხის ურთიერთობა აღედგინა.

onalem

ტესტ