fbpx
საზოგადოება

ძლიერი წვიმა და ქარი საბერძნეთში: რომელ რეგიონებში გაუარესდება ამინდი

დღეს საბერძნეთში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი რამდენიმე რეგიონში. კერძოდ:

დღეს, კვირას, იწვიმებს იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში. ასევე, თესალიასა და დასავლეთ და ჩრდილოეთ პელოპონისოში.

თოვლი მოსალოდნელია ეპირუსის მაღალმთიან რეგიონებში, დასავლეთ მაკედონიაში, დასავლეთ სტერეაში, თესალიის ჩრდილოეთით და დასავლეთით.

ხვალ, ორშაბათს, იწვიმებს ცენტრალურ და დასავლეთ მაკედონიაში, პერიოდულად იონიის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში, თრაკიში და შესაძლოა დასავლეთ და ჩრდილოეთ პელოპონისოშიც.

საღამომდე იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში.

ხვალ საღამოდან სამშაბათს დილამდე იწვიმებს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე.

onalem

ტესტ