fbpx
საბერძნეთი

საპრტოტესტო აქცია დღეს სინდაღმაზე: “გადადექით!”

რას მოითხოვენ აქციის მონაწილეები:

დღეს 20/06/2017 აქცია იმართება სინდაღმაზე საღამოს 8 სთ-ზე ლოზუნგით „ გადადექით“. აქციის ორგანიზატორები ინფორმაციას facebook-ის მეშვეობით ავრცელებენ.

რას ითხოვენ აქციის მონაწილეები:
ისინი პირველ რიგში აპროტესტებენ მთავრობის ფუჭ დაპირებებს ხელფასების მომატებასა და გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლებიც არა მხოლოდ არ შეასრულეს, არამედ დღემდე აგრძელებენ „უთვალავი ტყუილის“ პოლიტიკას.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ:
1. პოლიტიკის სასწრაფოდ შეცვლას;
2. სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას;
3. სახელმწიფოს ყოველი პოლიტიკური ნაბიჯის გამჭვირვალობას;
4. გატარდეს რეფორმები ყველა სექტორში.

„არა საშინაო და საგარეო ცრუ მტრებს! ჩვენი ადგილი უდავოდ ევროზონშია და დროა ჩვენი ეკონომიკა აღმავლობის გზას დაადგეს,“ ხაზს უსვამენ აქვიის მონაწილეები. ისინი ასევე ბრალს სდებენ ოპოზიციას ქვეყნის ბედის ანაბარა მიტოვებაში და პროგნოზირობენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, მალე საბერძნეთი ვენესუელას დაემსგავსება.

დემოკრატიული ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია სირიზა-ანელ (ΣΥΡΙΖΑ-ΑΝΕΛ) -ის მემარცხენე-მემარჯვენეების პოლიტიკური მმართველობის ფორმა. ისინი ასევე მოითხოვენ, მთავრობის წევრების „გაბერილი“ ხელფასების შემცირებას, არაკომპეტენტური და თანამდებობისთვის შეუფერებელი წევრების გამოაშკარავებასა და გადადგომას.

მოუწოდებენ თანამემამულეებს, რომ ერთიანი ძალით გადააყენონ უსუსური მთავრობა და მიმართავენ მთავრობას გაფრთხილებით, რომ ხალხი მათ გვერდით აღარ არის.

onalem

ტესტ