fbpx
საზოგადოება

სად წავიდნენ ათენელები ივლისის ცხელ კვირას?

23 ივლისის შუადღეს ათენის ქუჩები უჩვეულოდ დაცარიელდა.

როგორც აღმოჩნდა ისინი, ვინც ათენიდან გასვლა ვერ მოახერხა, სანაპიროებს ეწვივნენ.
დღეს სანაპიროები განსაკუთრებით გადატვირთული იყო სხვადასხვა ფერის ქოლგებითა და პირსახოცებით. საბერძნეთში ტრადიციული ზაფხულია და ათენელებმა გაგრილება ისევ და ისევ სანაპიროებზე გადაწყვიტეს.

ტემპერატურის მატებიდან გამომდინარე, მოსახლეობა ცდილობს გაუსაძლის სიცხეს თავი სხვადასხვა საშუალებებით დააღწიოს. მათი ნაწილი სარონიკის ყურის კუნძულებს ეწვია, რადგან ისინი შედარებით ახლოს მდებარეობს დედაქალაქთან.

კიდევ ერთი ძლიერი სიცხის ტალღა მოსალოდნელია ორშაბათს და სამშაბათს.

onalem

ტესტ