fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიცია: “რატომ გარდაიცვლება ბავშვი, თუ მას მანქანაში დატოვებთ, გარეთ კი 29 გრადუსია”

როცა გარეთ ყველაფერი სიცხისგან იწვის, თქვენ სუპერმარკეტში მიდიხართ და ბავშვს ცოტა ხნით მანქანაში ტოვებთ, ამბობთ: “კარგი რა, რა უნდა მოხდეს?!” იცით, რომ ამ რამდენიმე წუთმა შეიძლება მისი სიცოცხლე მოსპოს?!

საბერძნეთის პოლიცია საინტერესო გაფრთხილებას ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თუ რატომ არის საშიში ბავშვის მანქანაში დატოვება, იმ შემთხვევაში თუკი ჰაერის ტემპერატურა გარეთ ძალიან მაღალია.

 

როგორ შეიძლება განვითარდეს ყველაფერი?!

როცა გარეთ ტემპერატურა 21 გრადუს ცელსიუსს უდრის, დახურულ მანქანაში იგივე მაჩვენებელი 32 გრადუსს უდრის, ხოლო ნახევარი საათში 40-მდე აღწევს. თუკი გარეთ 35 გრადუსია, მანქანაში ტემპერატურა რამდენიმე წუთში 54 გრადუსს აღწევს.

ამიტომ იფიქრეთ, რა შეიძლება დაემართოს თქვენს ბავშვს, თუკი მას დახურულ მანქანაში დატოვებთ და თქვენ “რამდენიმე წუთით” საყიდლებზე გადახვალთ.

 

onalem

ტესტ