fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: როგორ მივიღოთ სოციალური დახმარება?! (ნაბიჯები)

საბერძნეთში ამოქმედდა პლატფორმა (ვებ-გვერდი), რომელზეც მოსახლეობამ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადი უნდა შეავსოს. მოსალოდნელია, რომ განმცხადებლები თანხას, რომელიც საერთო ჯამში 710 მილიონ ევროს შეადგენს, საკუთარ ანგარიშებზე 14 დეკემბრამდე მიიღებენ.

იმისათვის, რომ შეავსოთ განაცხადი, უნდა შეხვიდეთ ვებ-გვერდზე https://www.koinonikomerisma.gr.

იმისათვის, რომ დააზუსტოთ გაქვთ თუ არა უფლება მიიღოთ სოციალური დახმარება, უნდა შეამოწმოთ თქვენი TAXISnet-ის მონაცემები.

  1. შედიხართ აღნიშნულ პლატფორმაზე.
  2. შეავსებთ თქვენს პირად მონაცემებს.
  3. მიუთითებთ თქვენს ანგარიშის ნომერს ანუ IBAN-ს.
  4. დაადასტურეთ მათი მონაცემები, ვინც თქვენთან ერთად ცხოვრობს ბინაში.
  5. ნახეთ თუ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს.
  6. დაადასტურებთ თანხმობას 2018 წლის სოციალური დახმარების მისაღებად.

onalem

ტესტ