fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ორმა უცხოელმა 63 წლის ქალი ალკოჰოლის გამო მოკლა

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაკონიაში უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ 63 წლის ქალი ხის მორით მოკლა.

კერძოდ, პოლიციამ მაროკოელი და მოლდაველი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. მათ აღიარეს, რომ 63 წლის ქალის სახლში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეიჭრნენ. მაროკოელის თქმით, მათ სასმლის ყიდვა კიდევ უნდოდათ, მაგრამ ამისთვის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ მოხუცის გაძარცვა და ნაქურდალი თანხით ალკოჰოლის შეძენა გადაწყვიტეს.

როგორც ჩანს ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც მათ მოხუცი ხის მორით მოკლეს, რომელიც ბუხართან იდო. მძარცველები შეშინდნენ და სახლი სწრაფად დატოვეს.

პოლიცია მუშაობს მომხდარის სხვა ვერსიებზეც. გამოძიება გრძელდება, დამნაშავეები კანონის შესაბამისი სიმძიმით დაისჯებიან.

onalem

ტესტ