fbpx
საბერძნეთი

“მე-7 ტალღა მოდის და აკრძალვების გარეშე ვერ გადავიტანთ” – ახალი შეზღუდვები ზამთრისთვის საბერძნეთში?!

პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა, ნიკოს კაპრაველომ ხაზგასმით განაცხადა, რომ საბერძნეთში პანდემიის მე-7 ტალღა გველის და სპეციალური პროტოკოლისა და აკრძალვების გარეშე რთულად თუ გავუმკლავდებით მოსალოდნელ მდგომარეობას.

“ხალხს კვლავაც მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ. ივლისმა და აგვისტომ უკან მოიტოვა 2.000 გარდაცვლილი. პანდემიის მე-7 ტალღა უკვე მოდის და აკრძალვების გარეშე რთული იქნება იმ მდგომარეობასთან გამკლავება, რაც შეიძლება ამ ტალღამ გამოიწვიოს. ქვეყანაში დიდი დაძაბულობა არსებობს სამედიცინო, საექთნო პერსონალს შორის, ვინაიდან ბევრი მედიკოსი უკვე თვეებია სამსახურში ვერ ბრუნდება აუცრელობის გამო. პანდემია ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას, ქვეყანაში კი პერსონალიც ნაკლებობაა, განსაკუთრებით ანესთეზიოლოგების.

მაგალითად აგია სოფიას საავადმყოფოში შეჩერებულია უამრავი ოპერაცია და ტარდება მხოლოდ ძალიან გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაციები, ვინაიდან ფიზიკურად არ არსებობენ ანესთეზიოლოგები. იგივე მდგომარეობა ფიქსირდება ბავშვთა ორ სხვა საავადმყოფოში,”ამბობს კაპრაველო.

ამრიგად, ჯერჯერობით ადრეა ზუსტ ზომებზე საუბარი, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ გარკვეული შეზღუდვები მთავრობამ ისევ აღადგინოს, ტემპერატურის კლებისა და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად.

 

onalem

ტესტ