fbpx
პოლიტიკა

“2023 წლის არჩევნებში ხალხი მოვლენებს შეაფასებს და შეადარებს, საბერძნეთი უკან არ ბრუნდება” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ სერესიდან ცალსახა მესიჯი გააგზავნა როგორც მოსახლეობის, ასევე ოპოზიციის მისამართით. მიცოტაკის თქმით, არჩევნები 2023 წელს ჩატარდება და ხალხი თავად განსჯის მდგომარეობას, პარალელურად კი, შეადარებს მთავრობების მოქმედებას, მრავალი კრიზისის არსებობის ფონზე.

“ოპონენტების ჩივილებსა და შეურაცხყოფას ჩვენ ჩვენი პატარა და დიდი პროექტებით ვპასუხობთ. ჩემი დღევანდელი აქყოფნა დასტურია იმისა, რომ “ახალი დემოკრატია” ძლიერია, სარგებლობს ბერძნების ნდობით და 2023 წელსაც მოვიპოვებთ მას. არჩევნებზე, რომელსაც დიდი თავდაჯერებით შევხვდებით. ბერძენი ხალხი განსჯის, შეადარებს და შეაფასებს ჩვენს მუშაობას, რაც მრავალი კრიზისის ფონზე გავწიეთ. შეადარონ სხვების მუშაობასაც, რომელთაც უნდათ, რომ საბერძნეთი უკან დაბრუნდეს.

ჩვენ ფეხზე ავდექით და ქვეყანაც ფეხზე წამოდგა, საბერძნეთი წინ წავიდა. ის ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სამი წლის წინ იყო. ძლიერია გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჩვენი ქვეყნის პოზიცია და აზრი მნიშვნელოვანია საბერძნეთს შიგნითაც და გარეთაც. არა! საბერძნეთი უკან არ დაბრუნდება” – განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ