fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: აეროპორტში უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააპატიმრეს

გუშინ საბერძნეთის პოლიციამ აეროპორტში 7 უცხოელი დააკავა. ისინი ქვეყნის დატოვებას ყალბი საბუთებით ცდილობდნენ. მათი რეალური ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კერძოდ, კრეტაზე, ხანიის აეროპორტში, სამართალდამცავები მას შემდეგ მობილიზდნენ, რაც უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, 35, 41 და 42 წლის, საბერძნეთის დატოვებას გაყალბებული პასპორტების საშუალებით ცდილობდა.

მათ შვედეთსა და დანიაში გამგზავრება სურდათ.

აღნიშნული პირების გარდა, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი, ერთი მათგანი 21 წლისაა, ხოლო სამი არასრულწლოვანია.

საბუთების მიხედვით ისინი დანიელები და შვედები იყვნენ. თუმცა, ეს ტყუილი აღმოჩნდა.

თითოეული დაკავებული ხანიის პროკურატურაშია გადაყვანილი.

 

onalem

ტესტ