fbpx
კრიმინალი

დანებით შეიარაღებული რუმინელი ხულიგნები აცხადებენ, რომ ქორწილისთვის ჩამოვიდნენ და დანები საჭმლის დასაჭრელად ჩამოიტანეს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა რუმინეთის 7 მოქალაქე, რომელიც პრომახონადან ცდილობდა ქვეყანაში შემოსვლას და სავარაუდოდ, გუნდ “ილიმპიაკოს” მატჩზე არეულობის მოწყობას გეგმავდა. საბედნიეროდ, მათი დაკავება და განეიტრალება დროულად მოხდა და ამოიღეს ყველა ის ნივთი და იარაღი, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ირკვევა, რომ რუმინელებს 1 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯათ და თითოეულს 1.000 ევროს ოდენობის ჯარიმა შეეფარდა, რაც შეეხება მათ ჩვენებას, პროკურორის წინაშე განაცხადეს, რომ საბერძნეთში ქორწილში წასვლის მიზნით ჩამოვიდნენ, ხოლო დანები, რომლებითაც შეიარაღებული იყვნენ, საჭმლის დასაჭრელად იყო განკუთვნილი… კონკრეტულად ქორწილს რაც შეეხება, ამბობენ, რომ ერთ-ერთ მათგანს უნდა გადაეხადა სექტემბრის თვეში, დანარჩენები კი, ცერემონიას უნდა დასწრებოდნენ.

პარალელურად, ისინი აღიარებენ, რომ რუმინული გუნდის “პეტროლულის” მხარდამჭერები არიან და ამ გუნდის ბევრი სხვა გულშემატკივარი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს ევროპის სხვა გუნდების გულშემატკივრებთან.

onalem

ტესტ