ვოლოსი: ქალმა იპოვა ჩანთა, რომელშიც 20,000 ევრო იდო და პოლიციას გადასცა

ჩანთაში, რომელიც ვოლოსში მცხოვრებმა ქალმა კაფეში იპოვა 20, 000 ევროსთან ერთად იდო ოქროს საათი, რომლის ღირებულებაც 30, 000 ევროა, ასევე საკრედიტო ბარათები და ჩეკების წიგნაკი. ქალის პატიოსნებამ საზოგადოება ნამდვილად გააკვირვა. მან ჩანთა პოლიციას გადასცა.

ის ანა მიარიტია, რომელიც ინტერვიუში ამბობს, რომ გუშინ, როგორც ყოველდღე, ის კაფეში ყავისთვის შევიდა. 11 საათის შემდეგ იქ ბევრი ხალხი მოძრაობდა, თუმცა, როდესაც მათმა რაოდენობამ იკლო, ანამ შენიშნა, რომ გარედან ორი ახალგაზრდა კაფეში რაღაცას უყურებდა. ის წამოდგა და დაინახა, რომ ერთ-ერთ სკამთან ჩანთა ეგდო, რომელიც ნახევრად გახსნილი იყო. მან დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა და ორი ოფიცერი ადგილზე მივიდა. მას შემდეგ, რაც დაწვრილებით აუხსნეს, თუ რა მოხდა, ისინი ქალთან ერთად პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ.

განყოფილებაში ჩანთა გახსნეს და აღმოჩნდა, რომ იქ ნაღდი ფულის სახით 19, 900 ევრო იდო, 50, 100, 200 და 500 ევროიანი კუპიურებით. ასევე ოქროს საათი, რომლის ღირებულებაც 30, 000 ევროა, საკრედიტო ბარათები და ჩეკების წიგნაკი.

”თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ჩანთაში ამდენი ფული იყო. გარდა ამისა იქ პატრონის პირადი საბუთებიც ინახებოდა,” ამბობს კაფის მეპატრონე.

პასპორტის საშუალებით ჩანთის მფლობელის ვინაობა სწრაფად დაადგინეს და შეატყობინეს, თუ სად უნდა მისულიყო მის წასაღებად.

არსებული ინფორმაციით, ის ათენში მცხოვრები კონტრაქტორია, რომელიც ხშირად მოგზაურობს. მან ქალს ნაპოვნის 10% გადასცა.

melano

ტესტ