fbpx
საბერძნეთი

კრეტაზე ხელოვნური ტბა გვალვამ დააშრო (შთამბეჭდავი ვიდეო)

ფანერომენი ხელოვნური ტბა იყო,  რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარეობდა. ის თვეების მანძილზე არსებულმა გვალვამ დააშრო.

ტბა 2005 წელს კაშხლის მშენებლობის შემდეგ შექიმნა, რადგან სარწყავ წყალზე მოთხოვნა ძალიან იყო გაზრდილი. ის მოიცავდა დაახლოებით 1000 ჰექტარს და წყლის მოცულობა 20 მილიონ კუბურ მეტრს უდრიდა.

ხელისუფლებამ კაშხლის ფუნქციონირება შაბათს შეაჩერა, რადგან წყლის დონე 800, 000 კუბურ მეტრამდე იყო შემცირებული.

ვიდეოზე აღწერილია თუ რა მდგომარეობაა ამჟამად ტბის ტერიტორიაზე. ეს ადგილი უდაბნოდ იქცა. აქამდე კი ეს იყო განსაკუთრებით ჭარბტენიანი წერტილი, სადაც ცხოველები და ფრინველები იშვიათად მოიძებდნებოდნენ.

onalem

ტესტ