fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაუნის სინდრომის მქონე პირველი გოგონა, რომელმაც ბერძნულ უნივერსიტეტში ჩააბარა

მარია ნიცა დაუნის სინდრომის მქონე პირველი სტუდენტია. მან მისაღები გამოცდები ჩააბარა და საბერძნეთის უნივერსიტეტში ისწავლის.

ნიცა, რომელსაც ასევე დიაბეტიც  აქვს, 12 წლის მანძილზე ცდილობდა ესწავლა მათემატიკა, ქიმია, უძველესი ბერძნული. საბოლოოდ კი, ჩრდილოეთ საბერძნეთში უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა.

მან გაზეთთან ”SENTRA” თავის თავდაუზოგავ შრომასა და მცდელობებზე ისაუბრა. ის ამაყობს, რომ სკოლა დაასრულა და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა.

”ამ წლების მანძილზე ყველაფრის სწავლას თვითონ ვცდილობდი. ნამდვილად მინდა პედაგოგიკის შესწავლა, რადგან ბავშვები ძალიან მიყვარს,” ამბობს მარია ნიცა.

სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკა იყო, თუმცა, პედაგოგიკა სწორედ ბავშვების სიყვარულის გამო აირჩია. ის ასევე მადლობას უხდის მასწავლებლებს, მხარდაჭერისთვის.

ნიცა ჩრდილოეთ საბერძნეთში, უნივერსიტეტის მოსანახულებლად უკვე გაეგმზავრა, სადაც ის მომდევნო 4 წელს გაატარებს.

onalem

ტესტ