fbpx
კრიმინალი

კრეტა: 10, 000 ევროს ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1 ბერძენი ქალი და ორი უცხოელი

დაკავებულები რეთიმნოს პროკურატურაში გადაიყვანეს. საუბარია სამ ახალგაზრდაზე, რომელთაც ბრალად 9 ძარცვა ედებათ. მათი “ნადავლი” 10, 000 ევროს შეადგენს.

კერძოდ, საბერძნეთის პოლიციამ 25 წლის ბერძენი ქალი, 33 წლის ალბანელი მამაკაცი და 41 წლის ალჟირელი მამაკაცი დააკავა.

ისინი დანაშაულს რეთიმნოში, კერძოდ, აგიოს ვასილისა და ფესტუს ტერიტორიებზე ჩადიოდნენ. ძარცვავდნენ მანქანებს და იპარავდნენ სხვადასხვა ტექნიკასა და თანხას.

გარდა აღნიშნული ბრალდებისა, 25 წლის ბერძენ ქალსა და 33 წლის ალბანელ მამაკაცს ნარკოტიკებთან კავშირიც აღმოაჩნდათ, რაც სასამართლოზე ცალკე იქნება განხილული.

onalem

ტესტ