ინგლისური ენა | გაკვეთილი 7 – წარსული განუსაზღვრელი დრო

ინგლისურ ენაში ორი ტიპის ზმნები გხვდება: წესიერი და არაწესიერი. წესიერ ზმნებს წარსულ განუსაზღვრელ დროში “ed” ემატებათ, ხოლო არაწესიერ ზმნები წარსულ განუზაღვრელ დროს ზმნის მეორე ფორმით  აწარმოებენ. ეს კი ნიშნავს, რომ მათ არ ემატებათ ”ed” და სრულიად იცვლიან სახეს.

ამჯერად განვიხილოთ წესიერი ზმნები.  წარსული განუსაზღვრელი დროის საწარმოებლად წესიერ ზმნებს ვუმატებთ ed-ს ყველა პირთან. განვიხილოთ, თქვენთვის უკვე ნაცნობი ზმნები წარსულ განუსაზღვრელ დროში: სურვილი (მინდა), წასვლა, მუშაობა, კეთება, ჭამა.  (ზოგიერთი მათგანი წესიერია, ზოგიერთი არაწესიერი).

სურვილი – Want – ვონთ (*წესიერი ზმნა) წარსული ფორმა – ზმნას + ed Wanted – ვონთიდ

მე მინდოდა – I wanted – აი ვონთიდ 

შენ გინდოდა – You wanted – იუ ვონთიდ

მას (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) უნდოდა – She/ He/ It wanted – ში/ ჰი/ ით ვონთიდ

ჩვენ გვინდოდა – We wanted – ვი ვონთიდ

თქვენ გინდოდათ – You wanted – იუ ვონთიდ

მათ უნდოდათ – They wanted – დეი (რბილი დ) ვონთიდ

____________

წასვლა – Go – გოუ (*არაწესიერი ზმნა) წარსული ფორმა – Went – ვენთ

მე წავედი – I went – აი ვენთ

შენ წახვედი – You went – იუ ვენთ

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) წავიდა – She/ He/ It went – ში/ჰი/ ით ვენთ

ჩვენ წავედით – We went – ვი ვენთ

თქვენ წახვედით – You went – იუ ვენთ

ისინი წავიდნენ – They went – დეი ვენთ

____________

მუშაობა – Work – ვორქ – (* წესიერი ზმნა) წარსული ფორმა – Worked – ვორქდ (არ იკითხება e)

მე ვმუშაობდი – I worked – აი ვორქდ

შენ მუშაობდი – you worked – იუ ვორქდ

ის (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) მუშაობდა – She/ He/ It worked – ში/ ჰი/ ით ვორქდ

ჩვენ ვმუშაობდით – We worked – ვი ვორქდ

თქვენ  მუშაობდით – You worked – იუ ვორქდ

ისინი მუშაობდნენ – They worked – დეი ვორქდ

____________

კეთება – Make – მეიქ (*არაწესიერი ზმნა) წარსული ფორმა Made – მეიდ

მე გავაკეთე – I made – აი მეიდ

შენ გააკეთე – You made – იუ მეიდ

მან (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) გააკეთა – She/ He/ It made – ში/ ჰი/ით მეიდ

ჩვენ გავაკეთეთ – We made – ვი მეიდ

თქვენ გააკეთეთ – You made – იუ მეიდ

მათ გააკეთეს – They made – დეი მეიდ

____________

ჭამა – eat – ით (* არაწესიერი ზმნა) წარსული ფორმა ate – ეით

მე ვჭამე – I ate – აი ეით

შენ ჭამე – You ate – იუ ეით

მან (მდედრ.მამრ.საშუალო სქესი) ჭამა – She/ He/ It ate – ში/ ჰი/ ით ეით

ჩვენ ვჭამეთ – We ate –  ვი ეით

თქვენ ჭამეთ – You ate – იუ ეით

მათ ჭამეს – They ate – დეი ეით

ინგლისური ენის 1-6 გაკვეთილი იხილეთ აქ:

http://georgians.gr/inswavle-inglisuri-ena-gakvetili-1-p/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-2-yoveldgiur/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-3-arse/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-4-zmnebi/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-5-sityvata/

http://georgians.gr/iswavle-inglisuri-ena-gakvetili-6-sityv/

melano

ტესტ