fbpx
განათლება

ისწავლე ინგლისური ენა | გაკვეთილი 3 – არსებითი სახელის რიცხვი

ინგლისურ ენაში ორი რიცხვია: მხოლობითი და მრავლობითი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთ საგანზე, არსებითი სახელი არის მხოლობით რიცხვში. მაგალითად, a book – ბუქ – წიგნი. ხოლო როცა ვსაუბრობთ ერთზე მეტ საგანზე არსებითი სახელი არის მრავლობით რიცხვში. books – ბუქ – წიგნები. არსებითი სახელის მრავლობით რიცხვს აწარმოებს- s, -es (ეს, იეს)  სუფიქსები.

თუ არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში ბოლოვდება s (ეს), ss (ესეს), sh (შ), ch (ჩ) , x (ექს), z (ზი) -ზე მრავლობით რიცხვში დაირთავს es (იეს) სუფიქსი.

A box – ყუთი – ე ბოქს

boxes – ყუთები – ბოქსის

A church – ეკლესია – ე ჩერჩ

churches – ეკლესიები – ჩერჩის

A brush – სავარცხელი – ე ბრაშ

brushes – სავარცხლები -ბრაშის

ახლა კი გთავაზობთ რიცხვებს 1-დან 10-ის ჩათვლით.

One – ერთი – ვან

Two – ორი – თუ

Three – სამი – თრი (რბილი თ)

Four – ოთხი – ფ(F)ორ

Five – ხუთი – ფ(F)აივ

Six – ექვსი – სიქს

Seven – შვიდი – სევენ

Eight – რვა – ეით

Nine – ცხრა – ნაინ

Ten -ათი – თენ

წინა გაკვეთილები:

  1. ისწავლე ინგლისური ენაგაკვეთილი 1 | პირის ნაცვალსახელები / კითხვები

  2. ისწავლე ინგლისური ენაგაკვეთილი 2 | ყოველდღიური საუბარი/ზმნა ყოფნა

 

onalem

ტესტ